ეტიჰად ეარვეისი პრემიერ ლიგის…



🚨 ეტიჰად ეარვეისი პრემიერ ლიგის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადება — კომპანიამ გავლენიანი იურიდიული ფირმა, ქუინ ემანუელი დაიქირავა.

ეს გადაწყვეტილება „მანჩესტერ სიტის“ საქმეზე გამოტანილ ვერდიქტს უკავშირდება.

ქუინ ემანუელი ზედიზედ მეხუთე წელია მსოფლიოს ყველაზე „საშიშ“ იურიდიულ ფირმად მიიჩნევა. კომპანიის რეპუტაცია შთამბეჭდავია — მათ ერთ კვირაში შვიდი სასამართლო და საარბიტრაჟო დავის მოგებაც კი შეძლეს.

ეტიჰად ეარვეისში მანამდეც აცხადებდნენ, რომ პრემიერ ლიგის დასკვნების შემდეგ, საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებდნენ.

(წყარო: The Lawyer)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!