მანჩესტერ სიტის“ სააპელაციო…
🚨 „მანჩესტერ სიტის“ სააპელაციო საქმე შესაძლოა სერიოზულად გართულდეს. კლუბის მთავარი სპონსორის, ავიაკომპანია „ეთიჰად ეარვეისის“ ძველმა განცხადებებმა კვლავ იჩინა თავი.
2015 წელს „ეთიჰადმა“ აშშ-ის მთავრობას ოფიციალურად განუცხადა, რომ ბრალდებები, თითქოს „მანჩესტერ სიტის“ სასპონსორო თანხებს აბუ-დაბის მთავრობა იხდიდა, სიცრუე იყო. კომპანია ამტკიცებდა, რომ გარიგება მთლიანად საკუთარი ფინანსური რესურსებით დააფინანსა.
ახლა კი, აპელაციის ფარგლებში, „სიტის“ ხელმძღვანელობა სულ სხვა რამის დამტკიცებას აპირებს. კლუბის პოზიციით, დამატებითი სასპონსორო დაფინანსება არა მფლობელი კომპანია „ადუგისგან“, არამედ უშუალოდ აბუ-დაბის მთავრობისგან მოდიოდა.
შესაბამისად, „ეთიჰადის“ 2015 წლის განცხადება „მანჩესტერ სიტის“ სააპელაციო სტრატეგიის საკვანძო არგუმენტს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
(წყარო: Sky Sports)