ბარსელონაში“ „მანჩესტერ სიტის“…
🚨 👀 „ბარსელონაში“ „მანჩესტერ სიტის“ მცველის, იოშკო გვარდიოლის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. ამის მიზეზი ინგლისურ კლუბში შექმნილი გაურკვევლობაა.
კატალონიელები ხორვატი ფეხბურთელის გადაბირებას ადრეც ცდილობდნენ, თუმცა მაშინ თავად მცველს „სიტის“ დატოვება არ სურდა.
ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის ფინანსური წესების სერიოზულ დარღვევაში დამნაშავედ ცნეს. კლუბს მკაცრი სანქციები — ქულების დაკლება ან ტურნირიდან მოკვეთაც კი ემუქრება, რამაც შესაძლოა ფეხბურთელის სამომავლო გეგმები რადიკალურად შეცვალოს.
(წყარო: Mundo Deportivo)