ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტიში“…



🚨 „ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტიში“ რაიან შერკის ირგვლივ არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. კატალონიელები ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას 2027 წლისთვის გეგმავენ.

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის ფინანსური წესების სერიოზულ დარღვევაში დამნაშავედ ცნეს. კლუბს მკაცრი სანქციები ემუქრება — შესაძლოა, გუნდს ქულები დააკლონ ან ტურნირიდან საერთოდ მოკვეთონ.

„ბარსელონაში“ იმედოვნებენ, რომ მოსალოდნელი სასჯელი „სიტის“ ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფად გასხვისებას აიძულებს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს შერკის ტრანსფერისთვის ხელსაყრელი პირობა.

(წყარო: Mundo Deportivo)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!