პორტუს აეროპორტში ჟორჟე ჟეზუსს…
🚨 პორტუს აეროპორტში ჟორჟე ჟეზუსს ერთ-ერთი გულშემატკივარი დაუპირისპირდა და შეურაცხყოფა მიაყენა. ვითარების განსამუხტავად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
„კრიშტიანუ რონალდუს ფრჩხილის ფასადაც კი არ ღირხარ!“ — მიაძახა გულშემატკივარმა პორტუგალიელ სპეციალისტს.
მოგვიანებით, თავად ჟორჟე ჟეზუსმა კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა:
„კრიშტიანუ რონალდუს თემას გვერდს ვერ ავუვლი. კრიში პორტუგალიის ნაკრებისა და მთელი ქვეყნის სიმბოლოა. ეს ყველასთვის აბსოლუტურად ნათელი უნდა იყოს. თუმცა, ამ თემაზე დეტალურად სასაუბროდ მატჩის შემდეგ საკმარისი დრო გვექნება“.
(წყარო: MaisFutebol)