მანჩესტერ სიტის“ საქმეზ??…



🚨 💰 „მანჩესტერ სიტის“ საქმეზე გამოტანილი განაჩენი შესაძლოა საერთაშორისო დიპლომატიურ სკანდალში გადაიზარდოს.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ბრიტანეთის მთავრობა გააფრთხილა, რომ საფრთხის ქვეშ მილიარდობით ფუნტის ოდენობის სამომავლო ინვესტიცია დგება. ეს მოიცავს ოქსფორდ-კემბრიჯის ტექნოლოგიური ჰაბის დაფინანსებასაც — პროექტის, რომელიც „სილიკონის ველის“ კონკურენტად მოიაზრება.

„სიტის“ თავმჯდომარე, ხალდუნ ალ მუბარაქი ბიზნესის მდივან ჯონათან რეინოლდსს დაუნინგ სტრიტზე შეხვდა. ეს შეხვედრა პრემიერ ლიგის მიერ განაჩენის საჯაროდ გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე შედგა. როგორც ცნობილია, მხარეებმა საამიროების ინვესტიციებზე ისაუბრეს და კლუბის საქმე არ განუხილავთ.

(წყარო: The Telegraph)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!