ჩელსიმ“ „ლივერპულის“…
🚨 „ჩელსიმ“ „ლივერპულის“ ნახევარმცველ ალექსის მაკ ალისტერს თვალი დაადგა. ფეხბურთელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
27 წლის არგენტინელი უკმაყოფილოა, რადგან კლუბს მისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ არ შეუთავაზებია, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ ხელშეკრულებას ვადა კიდევ 2 წელიწადში გასდის.
იანვარში მისი ტრანსფერი გამორიცხული არ არის. ენცო ფერნანდესის წასვლის შემდეგ, „ჩელსი“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.
(წყარო: Football Insider)