ბარსელონაში“ „მანჩესტერ სიტის“…
🚨 „ბარსელონაში“ „მანჩესტერ სიტის“ მცველის, იოშკო გვარდიოლის ტრანსფერით ინტერესდებიან — კლუბის სპორტულ დირექტორს, დეკოს ხორვატი ფეხბურთელი სამიზნეში ჰყავს ამოღებული.
ჰანსი ფლიკი გვარდიოლის დამატებას სიამოვნებით მიესალმებოდა, რადგან მას როგორც ცენტრალურ, ისე მარცხენა მცველად თამაში შეუძლია. თუმცა, ამ ეტაპზე გარიგებას ფინანსური პრობლემები ართულებს.
„ბარსელონა“ აქტიურ ნაბიჯებს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ „მანჩესტერ სიტის“ ფინანსური ვითარება 24 წლის ფეხბურთელის გასხვისების შანსს გააჩენს.
(წყარო: El Nacional)