ასტონ ვილასა“ და…
🚨 „ასტონ ვილასა“ და „სანდერლენდის“ ყურადღების ცენტრში „ატლეტიკო პარანაენსეს“ თავდამსხმელი, კევინ ვივეროსი მოექცა. ინგლისური კლუბები კოლუმბიელი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას იწყებენ.
26 წლის ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც მისი მომავალი კლუბში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ვივეროსი მიმდინარე სეზონში ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია — მის აქტივში 26 მატჩში გატანილი 18 გოლია.
(წყარო: Globo Esporte)