მან მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს…
👀 ⚽
მან მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს კლუბებში ითამაშა და საკლუბო კარიერის განმავლობაში ძალები ექვს სხვადასხვა ქვეყანაში გამოსცადა.
ყველაფერი შვედურ „მალმეში“ დაიწყო, საიდანაც „აიაქსში“ გადავიდა. შემდეგ იყო იტალიური ვოიაჟი „იუვენტუსსა“ და „ინტერში“, რასაც „ბარსელონა“ და „მილანი“ მოჰყვა.
„პარი სენ-ჟერმენში“ გატარებული ოთხი წლის შემდეგ, ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა, ერთი სეზონი ამერიკულ „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გაატარა, კარიერის ფინალური თავისთვის კი ისევ „მილანს“ დაუბრუნდა.
ამ სიაში არის ერთი კლუბი, რომლის ღირსებასაც ის ორჯერ იცავდა. ხვდებით, ვინ არის ეს ფეხბურთელი?