ფეხბურთის ფილოსოფოსი“, ხორხ??…



🇦🇷🎂 „ფეხბურთის ფილოსოფოსი“, ხორხე ვალდანო 71 წლის გახდა!

არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონმა კარიერა „ნიუელს ოლდ ბოისში“ დაიწყო, რის შემდეგაც ესპანეთში გადაბარგდა და „ალავესისა“ და „რეალ სარაგოსას“ ღირსებას იცავდა. 1984 წელს კი მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი დადგა — ვალდანო მადრიდის „რეალს“ შეუერთდა.

ხორხე ვალდანომ 1986 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების ტრიუმფში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან ტურნირზე 4 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთ-ერთი — დასავლეთ გერმანიის წინააღმდეგ გამართულ ფინალში.

საფეხბურთო კარიერა 1988 წელს დაასრულა, რის შემდეგაც კომენტატორად მუშაობდა, მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. „რეალის“ აკადემიაში მუშაობის შემდეგ, 1991-1992 წლების სეზონში „ტენერიფე“ ჩაიბარა და გუნდი გავარდნას გადაარჩინა.

მომდევნო ორ წელიწადში მან „ტენერიფე“ ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. მისმა გუნდმა ყოფილ კლუბს, მადრიდის „რეალს“ ზედიზედ ორ სეზონში მოუგო, რითაც „ბარსელონას“ ჩემპიონობის მოპოვებაში გზა გაუხსნა.

1994 წელს ვალდანო „მერენგების“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და 1994-1995 წლების სეზონში ლა ლიგის ტიტული მოიგო.
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!