თუ 1990-იან წლებში ბავშვი…



🇮🇹 ⚽️ თუ 1990-იან წლებში ბავშვი იყავით, კოკა-კოლას ეს ლეგენდარული მინი-ბურთები აუცილებლად გემახსოვრებათ.

ბურთებზე „იტალია 90“-ის თალიზმანი — ჩაო ეხატა, იტალიის დროშის ფერებში. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ასეთი მინი-ბურთები განსაკუთრებით პოპულარული იყო. პატარა ზომის გამო თან დატარება მარტივი გახლდათ, თუმცა სახლში თამაშისას მშობლებისგან შენიშვნას მაინც ვერ გავურბოდით.

მსგავსი საფეხბურთო აქციები მთელი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა — 1994 წლის ჩემპიონატის დროს პატარა ბურთი „მაკდონალდსის“ „ჰეპი მილის“ კოლექციაშიც გამოჩნდა.

ვის გქონდათ ეს ბურთები?
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!