არსენალი“ „ლაიფციგის“…
🚨 „არსენალი“ „ლაიფციგის“ გარემარბის, ანტონიო ნუსას იანვარში გასაფორმებლად ბრძოლას სათავეში უდგას.
ზაფხულში უარყოფილი 34 მლნ ფუნტიანი წინადადების შემდეგ, „მეთოფეები“ 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობის განახლებისთვის მზად არიან. თავის მხრივ, გერმანული კლუბი ნორვეგიელის სანაცვლოდ უკვე 55 მლნ ფუნტს ითხოვს. ახალგაზრდა ტალანტს „ტოტენჰემი“, „ნიუკასლი“, „ასტონ ვილა“ და ევროპული გრანდებიც აკვირდებიან.
ნუსამ სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო — ჩატარებულ 6 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ლაიფციგთან“ მისი მოქმედი ხელშეკრულება 2029 წლამდეა ძალაში. 🔥
(წყარო: The Sun)