ჩემს სახელს თუ დაგუგლავთ…
🚨🇩🇰 „ჩემს სახელს თუ დაგუგლავთ, მაშინვე ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს ძალიან ცუდი ტიპი ვარ. ჩხუბები, ციხე, ჰელს ენჯელსი... თუმცა ბევრმა ამ ისტორიების მხოლოდ მცირე დეტალები იცის და ჩემთან პირადად არასდროს უსაუბრიათ. როდესაც ჩემ პირისპირ სხდებიან, უმეტესობა მეუბნება: „სტიგ, შენ კარგი ადამიანი ყოფილხარ“.
სტიგ ტიოფტინგი, რომელსაც მეტსახელად „გაზონის საკრეჭ მანქანას“ ეძახდნენ, დანიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უკომპრომისო ფიგურაა. აგრესიული სათამაშო სტილითა და მოედანზე ფიზიკური დომინაციით, მან ეროვნულ ნაკრებში 41 მატჩი ჩაატარა.
ტიოფტინგი 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების, ასევე 1996 და 2000 წლების ევროპის ჩემპიონატების საკვანძო მოთამაშე იყო. მისი და ტომას გრავესენის დუეტი მოედნის ცენტრში, რომელიც წარმოუდგენელი ბრძოლისუნარიანობითა და ჟინით გამოირჩეოდა, ნამდვილ ლეგენდად იქცა.
საკლუბო დონეზე მან წარმატებას გერმანიაში, „დუისბურგსა“ და „ჰამბურგში“ მიაღწია, ასევე თამაშობდა ინგლისურ „ბოლტონში“. მშობლიურ „ორჰუსში“ კი ის ნამდვილ კულტად და გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელად ითვლება.
მიუხედავად წარმატებული კარიერისა, მის ცხოვრებას ხშირად ჩრდილავდა რთული პირადი ცხოვრება და სამართლებრივი პრობლემები. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მან ციხეში სასჯელიც კი მოიხადა. ამ მოვლენებმა და მისმა მკაცრმა გარეგნობამ შექმნა იმიჯი, რომელიც ხშირად რადიკალურად განსხვავდებოდა იმ პროფესიული პატივისცემისგან, რომელსაც ის თანაგუნდელებისგან იმსახურებდა.
(წყარო: 11Freunde)
📰 წყარო: Estadio.GE