ჯესი მარში „მანჩესტერ სიტის“…
🚨🇺🇸 ჯესი მარში „მანჩესტერ სიტის“ დამნაშავედ ცნობაზე საუბრობს:
🗣️ „მიმაჩნია, რომ „მანჩესტერ სიტი“ მკაცრად უნდა დაისაჯოს. ვფიქრობ, ისინი ქვედა დივიზიონში უნდა დააქვეითონ. სხვათა შორის, ამის შესახებ ყველამ იცოდა. ყველამ! როდესაც თქვეს, რომ ერლინგ ჰოლანდი 52 მლნ ფუნტად შეიძინეს, რეაქცია ასეთი იყო: „კი, რა თქმა უნდა, როგორ არა!“
იმ ზაფხულს [2022 წელს], ჩვენ და „სიტი“ ერთადერთი გუნდები ვიყავით, რომლებმაც განვაცხადეთ, რომ მოგებაზე გავედით. ჩვენ მართლაც პლუსში დავრჩით, რადგან რაფინია და კალვინ ფილიპსი [სიტიში] გავყიდეთ.
შესყიდვების შემდეგ საკმაო თანხა დაგვრჩა. იმ დროს ფინანსურად ისეთ მდგომარეობაში არ ვიყავით, რომ ფული არ დაგვეზოგა. ჩვენს მფლობელებს დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნდათ. როდესაც „მანჩესტერ სიტიმ“ იგივე თქვა, პირდაპირი მნიშვნელობით შოკში ჩავვარდი: „მეხუმრებით? ეს რაღაც ხუმრობაა?“
ეთანხმებით მას? 🤔