მადრიდის „რეალში“ „ბორნმუთის“…



🚨 მადრიდის „რეალში“ „ბორნმუთის“ ნახევარმცველის, ალექს სკოტისთვის ბრძოლაში ჩართვის საკითხს განიხილავენ.

მადრიდელები 23 წლის ფეხბურთელის თამაშს მინიმუმ სამჯერ დააკვირდნენ, თუმცა მის მიმართ დიდ ინტერესს „ჩელსი“ და „ლივერპულიც“ იჩენენ.

„ბორნმუთი“ სკოტის იანვარში გასხვისებას არ ჩქარობს და მას 75 მლნ ფუნტზე მეტად აფასებს, მადრიდის „რეალში“ კი ტრანსფერზე მუშაობას 2027 წლისთვის განიხილავენ.

(წყარო: TEAMtalk)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!