ლივერპული“ და „ჩელსი“…
🚨 „ლივერპული“ და „ჩელსი“ „ნოტინგემ ფორესტის“ ცენტრალური მცველის, მურილოსთვის ბრძოლაში ჩაებნენ. კლუბები ბრაზილიელის ტრანსფერს 2027 წლისთვის გეგმავენ.
24 წლის ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდება, თუმცა „ფორესტი“ იანვარში მის გაშვებას კატეგორიულად გამორიცხავს და წინადადებების განხილვასაც არ აპირებს.
მურილოს მოქმედი ხელშეკრულება 2030 წლამდე აკავშირებს, „ფორესტი“ კი ბრაზილიელს საკმაოდ სოლიდურ ფასს ადებს.
(წყარო: Football Insider)