ამოიცნობთ ფეხბურთელს?



👀 ამოიცნობთ ფეხბურთელს?

ამ ყოფილმა თავდამსხმელმა ინგლისის ოთხ კლუბში ითამაშა. შეძლებთ მის და მისი გუნდების ამოცნობას ფორმის ფერებისა და წლების მიხედვით?

1996-1999 წლებში ის წითელ-თეთრ მაისურს ატარებდა. ამ პერიოდში მან ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ითამაშა, გუნდთან ერთად დაქვეითდა და პრემიერლიგაში დაბრუნება მომდევნო სეზონშივე მოახერხა.

1999-2000 წლებში ის შავ-თეთრ ფორმაში ირჯებოდა. ამავე პერიოდში იჯარითაც ითამაშა — 1999 წელს კვლავ წითელ-თეთრი მაისური მოირგო, 2000 წელს კი ლურჯ-თეთრ ზოლიან ფორმაში გვევლინებოდა.

ინგლისის გარდა, მან გერმანიასა და საფრანგეთშიც ითამაშა. ეროვნული ნაკრების ღირსებას კი ევრო 1996-სა და ევრო 2000-ზე იცავდა.

პროფესიონალი ფეხბურთელი იყო მისი მამაც. ტრავმების გამო კარიერის დასრულება ნაადრევად მოუწია, თუმცა ფეხბურთში მაინც დარჩა და მოღვაწეობა საფეხბურთო აგენტად გააგრძელა.

ხვდებით, ვისზეა საუბარი?
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!