ფოლარინ ბალოგუნი ადასტურებს…
🚨 ფოლარინ ბალოგუნი ადასტურებს, რომ „ევერტონში“ ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, მომავალში პრემიერ ლიგაში გადასვლის ვარიანტს კვლავ განიხილავს.
25 წლის ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ევერტონს“ 40 მლნ ფუნტის სანაცვლოდ უერთდებოდა, თუმცა გარიგება საბოლოოდ ჩაიშალა.
ბალოგუნი „მონაკოში“ დარჩა და „ლიგა 1“-ის კლუბის შემადგენლობაში მოედანს უკვე დაუბრუნდა.
(წყარო: talkSPORT)