მილანი“ იანვარში მადრიდის…



🚨 „მილანი“ იანვარში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, ენდრიკის გადაბირებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

იტალიური კლუბი 20 წლის ფეხბურთელის გაფორმებას ზაფხულშიც ცდილობდა. თუ მადრიდულ გრანდში მისი სათამაშო დრო კვლავ შეზღუდული იქნება, „მილანი“ 6-თვიან იჯარაზე იმუშავებს.

ბრაზილიელით „რომაც“ ინტერესდება, თუმცა „მილანში“ სჯერათ, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობა მათ დიდ უპირატესობას მისცემს.

(წყარო: La Gazzetta dello Sport)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!