ფეხბურთის სიმულატორების მსგავს…
🚨👀 ფეხბურთის სიმულატორების მსგავს პრომო-კამპანიებს დღეს ვეღარ შეხვდებით!
ჯერ კიდევ 2004 წელს, SEGA-მ Football Manager 2005-ის პრეზენტაცია „ფულემის“ სტადიონზე, „კრეივენ კოტეჯზე“ მოაწყო. სამი ცნობილი მოდელი, რეტრო სტილის ქურქები და იმაზე ბევრად ნაკლები სამოსი, ვიდრე მოედნის კიდესთან ვართ ჩვეულები.
ეს Championship Manager-ის შემქმნელებისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი იყო — „სპორტს ინტერაქტივმა“ Football Manager-ის სახელით პირველი თამაში სწორედ მაშინ გამოუშვა.
გეიმერებისთვის კი ეს ნიშნავდა კიდევ ერთ მიზეზს, რომ მთელი ღამე პერსპექტიული ახალგაზრდა ტალანტების ძებნაში გაეთენებინათ და საკუთარი თავი დაერწმუნებინათ, რომ კომპიუტერს „მხოლოდ ერთი მატჩის შემდეგ“ გამორთავდნენ.
მათთვის, ვისაც ამ სამი ქალბატონის ვინაობა აინტერესებს: მარცხნიდან მარჯვნივ — ლეილანი დაუდინგი, მიშელ მარში და ალექს ბესტი.