ჩაბი ალონსო „ჩელსის“…
🚨 ჩაბი ალონსო „ჩელსის“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, ფერმინ ლოპესის ტრანსფერზე მუშაობას აჩქარებს. შესაძლო წინადადება 100 მლნ ფუნტს აჭარბებს.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას 23 წლის ფეხბურთელის გასხვისება არ სურს და მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ შეთავაზება აღნიშნულ თანხაზე ნაკლები არ იქნება.
თავად ფერმინსაც „ბარსელონაში“ დარჩენა სურს. მას კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს.
(წყარო: ElNacional.cat)