დელე ალი ფიზიკურ კონდიციებზ??…
🚨 დელე ალი ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს. ინგლისელი კარიერის ახალი ეტაპისთვის ემზადება და ახალ გუნდს ეძებს.
30 წლის თავისუფალი აგენტი ფორმის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს — მან ბოლოს ინგლისის მერვე დივიზიონის კლუბის, „უინძორ ენდ იტონის“ ბაზაზე ივარჯიშა.
„მოხარულები ვართ, რომ დელემ ჩვენს მოედანზე ივარჯიშა. ვიმედოვნებთ, მას უმაღლეს დონეზე მალე ვიხილავთ“, — აცხადებენ კლუბში.
დიდია იმედი, რომ დელე ალის უმაღლეს დონეზე ჯერ კიდევ ვიხილავთ და ეს მისი კარიერის დასასრული არ არის.
(წყარო: Windsor & Eton)