ინგლისის ნაკრების მეკარ??…



🚨 ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდმა გაუფრთხილებელი მართვის ბრალდება აღიარა. ინციდენტი მის 200 000 ფუნტად შეფასებულ „ლამბორგინის“ უკავშირდება.

პიკფორდმა გზის დათმობის ნიშანი დააიგნორა, რის გამოც ორ მანქანას მკვეთრად დამუხრუჭება მოუწია, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიცია მას 30 მილი/საათში სიჩქარის შეზღუდვის ზონაში დაედევნა. ოფიცრის თქმით, პიკფორდი მაინც ახერხებდა დისტანციის გაზრდას, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მანქანამ 50 მილი/საათში სიჩქარეს მიაღწია.

მეკარე სასამართლოს წინაშე 7 დეკემბერს წარდგება.

(წყარო: Mirror Football)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!