ბორნმუთი“ „ვულვერჰემპტონის“…
🚨 „ბორნმუთი“ „ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველის, ფერ ლოპესის ტრანსფერით ინტერესდება. კლუბი მას ალექს სკოტის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.
22 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ბორნმუთი“ ლოპესით მის „ვულვზში“ გადასვლამდეც ინტერესდებოდა. ამასთანავე, კლუბი არტურ ავონისა და კეის სმიტის კანდიდატურებსაც განიხილავს.
(წყარო: TEAMtalk)