მადრიდის „ატლეტიკო“ და ტურინის…



🚨 მადრიდის „ატლეტიკო“ და ტურინის „იუვენტუსი“ „არსენალის“ თავდამსხმელ ნონი მადუეკეს სიტუაციას აკვირდებიან. კლუბები ფეხბურთელის შეძენას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავენ.

24 წლის გარემარბს მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ძირითად შემადგენლობაში არცერთი მატჩი არ დაუწყია. სწორედ ამიტომ, დაინტერესებული კლუბები მისი იჯარით აყვანის ვარიანტს განიხილავენ.

მადუეკე „არსენალს“ გასულ ზაფხულს „ჩელსიდან“ 48.5 მლნ ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და ის კვლავ მიკელ არტეტას გუნდის ნაწილად რჩება.

(წყარო: The Telegraph)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!