მანჩესტერ იუნაიტედის“…



🚨 „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამომავალი ვარსკვლავი, ჯეი ჯეი გაბრიელი დღეს 16 წლის გახდა. ევროკავშირის პასპორტის მიღების შემთხვევაში, მას უკვე შეუძლია უცხოურ კლუბში გადავიდეს.

მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა ტალანტი უახლოეს მომავალში კვიპროსის პასპორტს აიღებს, რაც მას საზღვარგარეთ გადასვლის გზას გაუხსნის. ფეხბურთელს „რეალ მადრიდსა“ და „პსჟ“-ში აკვირდებიან.

გაბრიელი გუშინ „იუნაიტედის“ პირველი გუნდის საერთო ფოტოზე კი გამოჩნდა, თუმცა „ოლდ ტრაფორდის“ დატოვების სურვილი მას კვლავ ამოძრავებს და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

(წყარო: Florian Plettenberg)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!