პრემიერ ლიგა მზად არის…



🚨 პრემიერ ლიგა მზად არის ინგლისის საფეხბურთო ლიგას (ეფელს) დამატებითი დაფინანსების სახით წელიწადში დაახლოებით 180 მლნ ფუნტი შესთავაზოს. ეს ისტორიული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ინგლისურ ფეხბურთში ფინანსების ხელახალ გადანაწილებას ითვალისწინებს. 💰

ახალი წინადადება საგრძნობლად აღემატება თავდაპირველ შეთავაზებას, რომელიც წელიწადში დაახლოებით 150 მლნ ფუნტს შეადგენდა.

(წყარო: Sky News)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!