ლივერპულმა შესაძლოა ვირჯილ ვან…
🚨 ლივერპულმა შესაძლოა ვირჯილ ვან დაიკს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, თუ ნიდერლანდელი მცველი მიმდინარე სეზონში არსებულ ბრწყინვალე ფორმას შეინარჩუნებს.
წითლების ხელმძღვანელობა 35 წლის კაპიტნის მომავლის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას სეზონის გვიანდელ ეტაპამდე არ ჩქარობს.
მადრიდის „რეალი“ ვან დაიკის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. შეგახსენებთ, რომ მცველს „ლივერპულის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება მომავალ ზაფხულს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შეუძლია.
(წყარო: Football Insider)