იუვენტუსი“ დაცვის ხაზის…



🚨 „იუვენტუსი“ დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ორ ნიჭიერ იტალიელ ცენტრალურ მცველს აკვირდება.

ტურინული გრანდის სამიზნეში „ატალანტას“ 22 წლის ფეხბურთელი, ჯორჯო სკალვინი და დორტმუნდის „ბორუსიას“ 18 წლის ამომავალი ვარსკვლავი, ლუკა რეჯიანი მოხვდნენ.

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა აქცენტს იტალიელ ტალანტებზე აკეთებს და მომავლისთვის დაცვის საიმედო ბურჯებს ეძებს.
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!