ვინისიუს ჟუნიორის სატრანსფერო…
🚨 ვინისიუს ჟუნიორის სატრანსფერო ღირებულება „ტრანსფერმარკტზე“ კატასტროფულად, 70 მლნ ევროთი შემცირდა! ბრაზილიელის ფასი პიკური 200 მლნ ევროდან 130 მლნ ევრომდე დაეცა.
„რეალის“ ვარსკვლავისთვის მიმდინარე სეზონი როგორც კლუბში, ისე ნაკრებში უკიდურესად რთული აღმოჩნდა. ის ბრაზილიის ნაკრებშიც ძალიან სუსტად გამოიყურება და „ბერნაბეუს“ პუბლიკის ნაწილმა მას სტვენაც კი დაუწყო.
მისი თამაშის ხარისხის ვარდნა სოციალურ ქსელებში იმდენად განხილვადი თემა გახდა, რომ ინტერნეტში უცნაური კონსპირაციული თეორიაც კი გავრცელდა, თითქოს ვინისიუსი „კლონით ჩაანაცვლეს“.
(წყარო: Sport)