მადრიდის „რეალში“ „ბორნმუთის“…



🚨 მადრიდის „რეალში“ „ბორნმუთის“ ნახევარმცველის, ალექს სკოტის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. კლუბის სკაუტებმა ფეხბურთელი მინიმუმ სამჯერ უკვე შეაფასეს.

ესპანურმა გრანდმა 23 წლის მოთამაშე სატრანსფერო რადარზე დაამატა — მიზეზი „ბორნმუთში“ მისი შთამბეჭდავი პროგრესია.

„ბორნმუთი“ იანვარში ფეხბურთელის გასხვისებას გამორიცხავს. იმ შემთხვევაში, თუ სკოტი გუნდს მომავალ ზაფხულს დატოვებს, კლუბი მის სანაცვლოდ მინიმუმ 80-85 მლნ ფუნტს მოითხოვს.

(წყარო: 4-4-2)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!