მიუნხენის „ბაიერნი“ „მანჩესტერ…
🚨 მიუნხენის „ბაიერნი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამომავალი ვარსკვლავის, ჯეი ჯეი გაბრიელის ხელში ჩასაგდებად ბრძოლაში ჩაერთო!
16 წლის ფეხბურთელს ევროპულ კლუბებთან კონტრაქტის გაფორმება უკვე შეუძლია, თუმცა „ბაიერნი“ მისი წარმომადგენლების მიერ მოთხოვნილი შვიდნიშნა ხელფასის გადახდას არ აპირებს.
გაბრიელის გადაბირებას „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონაც“ ცდილობენ, რადგან მისი მომავალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ კვლავ ბუნდოვანია.
(წყარო: The Times and The Sunday Times)