ჩელსი „პალმეირასის“ ახალგაზრდა…



🚨 ჩელსი „პალმეირასის“ ახალგაზრდა ტალანტის, ედუარდო კონსეისაოს ტრანსფერზე მუშაობას აჩქარებს. ლონდონელებმა ბრაზილიურ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს.

ბრაზილიურმა მხარემ 16 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ შესაძლოა 100 მლნ ევრო მოითხოვოს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს თანხა შემცირდება.

კონსეისაოს სიტუაციას „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალ მადრიდი“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“ და „პსჟ“-ც აკვირდებიან.

(წყარო: CaughtOffside)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!