მანჩესტერ იუნაიტედი“ „კომოს“…



🚨 „მანჩესტერ იუნაიტედი“ „კომოს“ 21 წლის გარემარბის, ასან დიაოს ხელში ჩასაგდებად ბრძოლას ლიდერობს. მანჩესტერელები ახალგაზრდა ტალანტს არაერთხელ დააკვირდნენ.

სენეგალის ნაკრების წევრის მიმართ ინტერესს „ლივერპული“, „ნიუკასლ იუნაიტედი“, „ასტონ ვილა“, „ევერტონი“ და „ბრენტფორდიც“ იჩენენ.

„კომოს“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია. კლუბი დიაოს სანაცვლოდ, რომელსაც კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, დაახლოებით 50-55 მლნ ევროს ითხოვს.

(წყარო: 4-4-2)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!