გარი ნევილი „მანჩესტერ…



🚨🗣️ გარი ნევილი „მანჩესტერ სიტისთვის“ პრემიერ ლიგის ტიტულების ჩამორთმევას, ქულების მრავალწლიან დაკლებასა და კლუბის ფინანსური წესების დარღვევის გამო, შესაძლოა, მფლობელების ჩამოშორებასაც კი ითხოვს!

ნევილი: „ჩემი აზრით, მფლობელები ვერ დარჩებიან. მე თავად გავდივარ დირექტორებისა და მფლობელების ტესტს და მინდა, რომ საფეხბურთო კლუბის მართვის კრიტერიუმები ყველასთვის თანაბარი და სამართლიანი იყოს.

მიმაჩნია, რომ მათ 2008-დან 2018 წლამდე პერიოდში მოპოვებული ყველა ტიტული უნდა ჩამოერთვათ და მრავალწლიანი სასჯელი დაეკისროთ ქულების დაკლების სახით.

ვფიქრობ, მათ მფლობელობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ, კლუბის ხელმძღვანელებს კი დიდი პრობლემები შეექმნებათ. თუ მათაც იმავე ტესტის გავლა მოუწევთ, რასაც მე გავდივარ, ისინი მას აუცილებლად ჩააგდებენ.

თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამას ქალაქისთვის კოლოსალური და უმძიმესი ეკონომიკური გავლენა ექნება“.

(წყარო: Thats Football TV)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!