კილიან მბაპეს ურთიერთობა „რეალ…



🚨 კილიან მბაპეს ურთიერთობა „რეალ მადრიდის“ თანაგუნდელების უმეტესობასთან მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალურია. მეტიც, რამდენიმე ფეხბურთელს მისი გაგება ძალიან უჭირს.

ჯუდ ბელინგემთან დაკავშირებით ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში „რეალის“ ხელმძღვანელობა ჩაერია. კლუბის მესვეურებმა ინგლისელს მოთმინებისკენ მოუწოდეს და სთხოვეს, გარკვეულ ინციდენტებს ყურადღება არ მიაქციოს.

ბელინგემი ჯერ კიდევ გასულ სეზონში იყო ზღვარზე მბაპესა და ვინისიუს ჟუნიორის ქცევების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ისინი ახლობლებად ჩანან, მბაპე და ვინისიუსი რეალურად მეგობრები არ არიან. მათი ურთიერთობა ძირითადად პროფესიონალურია და არცერთი მათგანი არ ცდილობს უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებას.

მბაპემ ასევე დისტანცია დაიჭირა რამდენიმე თანაგუნდელთან, რომლებთანაც მანამდე ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

ახლა „რეალში“ დაძაბულობის განმუხტვას და იმის უზრუნველყოფას ცდილობენ, რომ მთავარმა ვარსკვლავებმა, პირადი უთანხმოების მიუხედავად, ერთად მუშაობა შეძლონ.

(წყარო: OKDiario)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!