რაფინია „ბარსელონას“…
🚨 რაფინია „ბარსელონას“ გასახდელში ყველაზე გავლენიან ლიდერად იქცა.
თანაგუნდელები მას „მწვრთნელს მოედანზე“ უწოდებენ. ბრაზილიელი პარტნიორებისგან მუდმივად მაქსიმუმს ითხოვს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს რჩევებს ხშირად აძლევს.
მას ჰანსი ფლიკთანაც ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს. გერმანელი სპეციალისტი რაფინიას სრულად ენდობა — დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი გუნდს მის იდეებს ზუსტად გადასცემს და გასახდელში საჭირო განწყობას შექმნის.
(წყარო: Carlos Monfort)