პსჟ მადრიდის „ატლეტიკოს“…
🚨 პსჟ მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველ პაბლო ბარიოსზე ნადირობს და მზადაა მის სანაცვლოდ 70 მლნ ევრო გადაიხადოს.
მიუხედავად იმისა, რომ ბარიოსი დიეგო სიმეონესთვის საკვანძო ფიგურაა, ასეთი მსხვილი შეთავაზების შემთხვევაში, მადრიდელებს მისი გასხვისების საკითხზე დაფიქრება მოუწევთ.
სიმეონე ნახევარმცველის დათმობას არ აპირებს. არგენტინელი სპეციალისტი ბარიოსის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად ცდილობს და ურჩევნია გუნდი ხულიან ალვარესმა დატოვოს, ვიდრე ახალგაზრდა ტალანტის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთოს.
(წყარო: ElNacional.cat)