ჯეიმი კერიგერის აზრით…



🚨 ჯეიმი კერიგერის აზრით, „მანჩესტერ სიტის“ პრემიერ ლიგის ტიტულები უნდა ჩამოერთვას, კლუბის მფლობელებს კი გუნდის დატოვება აიძულონ.

კერიგერი: „ვფიქრობ, ტიტულები უნდა ჩამოერთვათ. 100%-ით დარწმუნებული ვარ. თუმცა მთავარი საკითხი მფლობელებია — მათ კლუბი უნდა დატოვონ“.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ტიტულები „ლივერპულს“ ეკუთვნოდა. ისინი „სიტისთან“ საჩემპიონო რბოლაში იყვნენ და მხოლოდ ერთი-ორი ქულით ჩამორჩნენ“.

„ჩემი არგუმენტი ისაა, რომ „სიტის“ ორი ან სამი დამატებითი ფეხბურთელი ჰყავს. სწორედ ამას განაპირობებს ეს ფული და სავარაუდოდ, სწორედ ეს ეხმარებათ მათ გამარჯვების მოპოვებაში“.

(წყარო: Thats Football TV)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!