პარიზულ კლუბში ლუის ენრიკეს…
🚨 პარიზულ კლუბში ლუის ენრიკეს მოთხოვნით იანვარში „ატლეტიკო მადრიდის“ ნახევარმცველის, პაბლო ბარიოსის სანაცვლოდ 70 მლნ ევროს ოდენობის სოლიდურ წინადადებას განიხილავენ.
23 წლის ფეხბურთელს ფაბიან რუისის შემცვლელად მოიაზრებენ. პარიზში „ატლეტიკოსთან“ პირდაპირ მოლაპარაკებებს ნოემბერში გეგმავენ.
დიეგო სიმეონე ტრანსფერის წინააღმდეგია, თუმცა ნახევარმცველის სიტუაციას „ლივერპულში“, „ჩელსისა“ და „არსენალშიც“ აკვირდებიან.
(წყარო: Fichajes)