მაიკლ ოლისეს „ბაიერნიდან“…
🚨 მაიკლ ოლისეს „ბაიერნიდან“ წასაყვანად ყველაზე დიდი შანსი „რეალსა“ და „ბარსელონას“ აქვთ. ფრანგი გარემარბი პრემიერ ლიგაში დაბრუნებით დიდად დაინტერესებული არ არის.
„ლივერპულში“, „არსენალსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ ინტერესს კვლავ გამოხატავენ, თუმცა ოლისე გერმანიაში თავს ბედნიერად გრძნობს და ახალ კონტრაქტზე ხელმოწერისთვის მზადაა. „ბაიერნში“ მზად არიან მას ხელფასის სოლიდური მომატება შესთავაზონ.
(წყარო: Teamtalk)