არსენალი“, „ბარსელონა“ და…
🚨 „არსენალი“, „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ ერლინგ ჰოლანდის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. „მანჩესტერ სიტის“ მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე, კლუბები ყურადღებას არ ადუნებენ.
გრანდები მოვლენების განვითარებას ელოდებიან — თუ ნორვეგიელი თავდამსხმელი ხელმისაწვდომი გახდება, ისინი ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ. ამჟამად „სიტი“ პრემიერ ლიგის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებს.
ჰოლანდმა „სიტის“ მაისურით ჩატარებულ 205 შეხვედრაში 169 გოლი გაიტანა.
(წყარო: Football Insider)