დღეს ინგლისის ნაკრების ყოფილი…
🎂🏴 დღეს ინგლისის ნაკრების ყოფილი ასისტენტის, დონ ჰოუს დაბადების დღეა.
იგი 1935 წლის ამ დღეს დაიბადა.
ფეხბურთელობისას ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე „ვესტ ბრომვიჩსა“ და „არსენალში“ თამაშობდა.
ჰოუ ინგლისის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 1958 და 1962 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე იმყოფებოდა. 1958 წლის ტურნირზე ის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახლდათ და 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
კარიერის დასრულების შემდეგ, ის „არსენალში“ ბერტი მის ასისტენტად მუშაობდა, სანამ „ვესტ ბრომვიჩის“ მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.
თურქულ „გალათასარაიში“ გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, იგი ინგლისში დაბრუნდა და „სამი ლომის“ სამწვრთნელო შტაბში გრინვუდის ასისტენტი გახდა.
მოგვიანებით ის „არსენალს“, „ქუინზ პარკ რეინჯერსსა“ და „ქოვენთრი სიტის“ წვრთნიდა.
იგი 2015 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა.