ევერტონი“ „რენის“…
🚨 „ევერტონი“ „რენის“ თავდამსხმელის, ესტებან ლეპოლის მოსაყვანად პრემიერ ლიგის რბოლაში ლიდერობს. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის წინ მერსისაიდელები ფავორიტებად მიიჩნევიან.
26 წლის ფეხბურთელს ზაფხულში „ლიდს იუნაიტედი“ და „ასტონ ვილა“ აკვირდებოდნენ. მის მიმართ ინტერესს „ბრენტფორდი“ და „ბრაიტონიც“ იჩენდნენ.
ლეპოლმა „რენში“ სადებიუტო სეზონში 20 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კლუბთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
(წყარო: TEAMtalk)