ამ ფეხბურთელის კარიერა „ლიდს…
🚨 ამ ფეხბურთელის კარიერა „ლიდს იუნაიტედიდან“ ახალ ზელანდიამდე გაგრძელდა და გზად არაერთი ნაცნობი კლუბი გამოიცვალა.
80-იანების შუა პერიოდში „ლიდსსა“ და „სუონსი სიტიში“ თამაშის შემდეგ, მან ხუთი წელი „უიმბლდონში“ გაატარა, 1992 წელს კი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა.
შემდეგ იყო „ჩელსი“ (1995), „ევერტონი“ (1997) და იჯარა „კრისტალ პალასში“ „გუდისონ პარკზე“ ყოფნის დროს.
მოგვიანებით ის „ფულემსა“ და „შეფილდ იუნაიტედში“ თამაშობდა, რის შემდეგაც ამერიკულ „ჩარლსტონ ბატერის“ მიაშურა. სიაში მისი ბოლო კლუბი ახალზელანდიური „ოტაგო იუნაიტედია“, სადაც 2005-დან 2009 წლამდე გამოდიოდა.
კარიერა 20 წელზე მეტს მოიცავს, თუმცა „უიმბლდონსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ გატარებული წლები ამ ფეხბურთელის ამოცნობაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
ხვდებით, ვინ არის ის?