FIFA-ს ეს გარეკანები უამრავ…
🎮 ⚽️ FIFA-ს ეს გარეკანები უამრავ ტკბილ მოგონებას აცოცხლებს. ალბათ ყველას გახსოვთ მეგობრებთან გატარებული საათები, როცა ფრაზა „კიდევ ერთი თამაშიც და მოვრჩეთ“ ხშირად მთელ ღამეს გრძელდებოდა.
FIFA International Soccer-იდან FIFA 99-ის ჩათვლით, აქ აუცილებლად იპოვით იმ ნაწილს, რომელთანაც უამრავი დრო გაგიტარებიათ. მეგა დრაივი, სნესი თუ ფლეისთეიშენი — პლატფორმას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი მიზანი ყოველთვის მეგობრის დამარცხება იყო.
ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. უკეთესი გრაფიკა სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ახალი ვერსია უფრო მეტად მოგეწონებოდათ — ხშირად ძველ თამაშს ისევ და ისევ ვუბრუნდებოდით.
რომელი იყო თქვენი საყვარელი FIFA 90-იანებში და რომელ კონსოლზე თამაშობდით?