გაიცანით 90-იანი წლების ყოფილი…



🚨 👀 გაიცანით 90-იანი წლების ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც სამწვრთნელო კარიერაში არაერთი კლუბი გამოიცვალა.

მან „ჰადერსფილდ თაუნი“ 2008 წელს ჩაიბარა და იქ სამ წელზე მეტი გაატარა, 2012 წელს კი „ბირმინგემ სიტიში“ გადაინაცვლა.

შემდეგ იყო „ბლექპული“ (2014) და შოტლანდიური „კილმარნოკი“ (2016). 2017 წელს ის ინგლისში დაბრუნდა და „ბერის“ ჩაუდგა სათავეში, მოგვიანებით კი „ბლაით სპარტანსშიც“ იმუშავა.

მისი სამწვრთნელო გზა ეგზოტიკურ ქვეყნებშიც გაგრძელდა — ის სუდანურ „ალ-მერიხსა“ და ომანის „ალ-იტიჰადს“ ხელმძღვანელობდა.

სანამ მწვრთნელი გახდებოდა, ის ნახევარმცველი იყო და სამ ინგლისურ კლუბში თამაშობდა, მათ შორის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისის ორ დაუძინებელ მეტოქე გუნდში.

თუ ხვდებით, ვინ არის ეს პიროვნება?
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!