მანჩესტერ იუნაიტედს აცნობეს…
🚨 მანჩესტერ იუნაიტედს აცნობეს, რომ „ფულემის“ ახალგაზრდა ტალანტის, ჯოშ კინგის ტრანსფერის დასახურად დაახლოებით 50 მლნ ფუნტის ოდენობის წინადადება საკმარისი იქნება.
19 წლის ფეხბურთელი იუნაიტედში გადასვლის მომხრეა, თუმცა ტრანსფერი იანვრის ნაცვლად უფრო ზაფხულშია მოსალოდნელი. შემტევის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბიც იჩენს. კინგმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 6 მატჩში 2 გოლის გატანა უკვე მოასწრო.
(წყარო: Football Insider)