მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგას…



🚨 „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგას ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით კონფიდენციალურად ეთაპარაკებოდა. მხარეები შესაძლო შეთანხმების დეტალებს განიხილავდნენ.

საუბარი შეეხებოდა სოლიდურ ფინანსურ კომპენსაციას, რომლის სანაცვლოდაც კლუბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა შემცირებულიყო, თუმცა მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა.

„ლივერპული“, „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იმ კლუბების სიაში არიან, რომლებიც ნებისმიერი სახის მსგავს შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდნენ.

„სიტიში“ ბრალდებებს კვლავ კატეგორიულად უარყოფენ და დამოუკიდებელი კომისიის დასკვნებს ასაჩივრებენ.

(წყარო: Bloomberg)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!